მომსახურება

მომსახურება

 

ჩვენ ქორწილს რიგით მოვლენად არ აღვიქვამთ და ყოველ დღესასწაულს დიდ ყურადღებას ვუთმობთ. თქვენი ქორწილი შეიძლება გახდეს ნამდვილად განსაკუთრებული და ასახოს თქვენი ინდივიდუალობა, ეს ხომ ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია თქვენს ცხოვრებაში!

მოდით ის ერთად შევქმნათ!

თქვენი ქორწილის ჩვენთვის სრული მინდობით, თქვენ თავის განკარგულებაში იღებთ პროფესიონალ ორგანიზატორებს, რომლებიც იწყებენ მომზადების მექანიზმს:

მოედნის მომზადება

შემსრულებლების შემოთავაზება, მუშაობის კონტროლი

თქვენი დღესასწაულის იდეა, დიზაინი და კონცეფცია

ფლორისტიკა და დეკორი

თქვენი საქორწილო მენეჯერი, რომლიც მუდმივად თქვენთან კავშირზეა

საქორწილო ადმინისტრატორი

 

საქორწილო სააგენტო „Wedding agency MIRACLE“-ის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს ნებისმიერი ფორმატისა და სირთულის ექსკლუზიური საქორწილო დღესასწაულების ორგანიზება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩვენ ვქმნით ევროპული დონის ექსკლუზიურ საქორწილო დღესასწაულებს, სავსეს სიყვარულის, რომანტიკისა და მიმზიდველობის ატმოსფეროთი. ჩვენთვის არ არსებობს ტერიტორიული საზღვრები, ენობრივი ბარიერები და შეუძლებელი ამოცანები. ჩვენს გუნდში მუშაობენ მხოლოდ პროფესიონალები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ყველაზე რთულ უნარებს საქორწილო ინდუსტრიის დარგში.

ჩვენ არ გთავაზობთ მზა პაკეტებს! ჩვენი პროფესიული კრედოა — ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ წყვილთან მომსახურების ყველაზე ფართო სპექტრით — საერთო კონცეფციის შექმნით დაწყებული, უწვრილესი დეტალებისა და ნიუანსების შემუშავებით დამთავრებული. ჩვენთვის მიუღებელია ღონისძიებების წვრილად და მსხვილად, უმნიშვნელოდ და მნიშვნელოვნად დაყოფა. ერთნაირი ყურადღებით ჩვენ ვაწყობთ თქვენთვის გასვლით რეგისტრაციას ან „სრულ ქორწილს“. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ ვმუშაობთ ადამიანების გრძნობებსა და ემოციებთან! ჩვენს სამსახურში ნაკლი დაუშვებელია, ჩვენით ხომ ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება!

„სრული“ ქორწილი

 

სრული ქორწილი „Wedding agency MIRACLE“-სგან — ეს არის მომსახურების მაქსიმალური მოცულობის უზრუნველყოფა თქვენი იდეალური დღესასწაულისთვის, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება — შემოქმედებითი და ორგანიზაციული. შემოქმედებითი მხრიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქორწილი თქვენთვის ყველაზე ჯადოსნურ და განუმეორებელ დღედ იქცეს, ორგანიზაციულიდან — პროექტის იდეალური მენეჯმენტის უზრუნველყოფა მომზადების სრულ პერიოდში და ყველა სამსახურის საქმიანობის შეთანხმებული კოორდინაცია. „სრული ქორწილის“ ფორმატში სააგენტო არის იდეის ავტორი და შემსრულებელი, ასევე გაწეული მომსახურების იდეალური ხარისხის გარანტი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი პროექტის ყოველი მონაწილისთვის, იქნება ეს ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი კომპანია, დეკორით დაკავებული ფლორისტების გუნდი, ან მსახიობი, რომელიც მონაწილეობს პროგრამაში.

ხელისა და გულის შეთავაზება

 

თქვენ აპირებთ ხელისა და გულის შეთავაზება თქვენი რჩეულისთვის, მაგრამ არ იცით, როგორ? საქორწილო სააგენტოს „Wedding agency MIRACLE“ კრეატიული გუნდი სიხარულით დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გაუგზავნოთ მას „მესიჯი“: „ცოლად გამომყევი!“ და დაურთოთ გულის, კოცნის და სხვა სმაილები, რომლებიც თქვენი გრძნობების მთელს სპექტრს გამოხატავს, რომლებიც თქვენ განიცადეთ, როდესაც ამფრაზას წერდით. ამ შემთხვევაში თქვენ ჩვენი დახმარების გარეშეც ადვილად გაუმკლავდებით ამოცანას. მაგრამ თუ თქვენ გსურთ, რომ ხელისა და გულის შეთავაზება თქვენი ცხოვრების ნამდვილად დაუვიწყარ მოვლენად იქცეს, მაშინ მოგიწევთ ემოციური რესურსების დახარჯვა და წარმოსახვის ჩართვა. მართალია, ჩვენთან ერთად ეს გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე დამოუკიდებლად. რომანტიული ვახშამი სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ცათამბჯენის სახურავზე ან ღამის იდუმალი წვეულება ძველებურ სასახლეში. ჩვენი სახით თქვენ ყოველთვის ნახავთ თანამოაზრეებს, რომლებიც იქნებიან მზად სიყვარულის სახელით ევერესტზეც კი ავიდნენ!

 

საქორწილო იუბილე

 

დრო ისე სწრაფად მიფრინავს, ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, თუ როგორ გადის დღეები, კვირები, თვეები, წლები. ჩვენ სიხარულით აღვნიშნავთ ბავშვების დაბადების დღეებს, ვკავდებით სპორტით, ავდივართ კარიერულ კიბეზე. ერთხელ კი, კალენდარს როდესაც შევხედავთ, ვხვდებით, რომ გავიდა 5, 10, 20 წელი იმ დღიდან, როდესაც მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერების მოლოდინში ვიყავით. ქორწილის წლისთავი — ეს კიდევ ერთი შანსია, უთხრათ ადამიანს, რომელიც თქვენთან ერთად მიუყვება ცხოვრების გზას, რამდენად ძვირფასია იგი თქვენთვის და რამდენად მადლიერი ხართ, რომ ბედისწერამ ის გაჩუქათ. „Wedding agency MIRACLE“ სააგენტოს გუნდი დიდი სიხარულით თქვენს გვერდში იქნება ამ დღეს და მთელ ძალ-ღონეს იხმარს იმისთვის, რომ დღის დასასრულს თქვენ მიხვდეთ, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები ხართ დედამიწის ზურგზე!





კონტაქტი

+99 555-767-97-10

                 +995 032-274-59-57

 +99 555-767-97-10

  georgian-a

  info@miracle.ge

 

Address:

1th tupik Bachana #5,

Tbilisi, Georgia

ჯგუფი facebook- ში

ჯგუფი facebook- ში