მთავარი

 

საქორწილო სააგენტოს შესახებ

მე ვარ ანა მასურაშვილი.

ჩემი და ჩემი გუნდის სამსახურია — განსაკუთრებული ქორწილების შექმნა.

ჩვენთვის ქორწილის მოწყობა — ეს არ არის უბრალოდ სტილისტიკის შერჩევა, ტაიმინგის შედგენა ან შემსრულებლების არჩევა, ეს პიროვნული მოვლენის ხორცშესხმაა, რომელიც იქნება თქვენი გემოვნებითა და საერთო ინტერესებით გაჯერებული და ჩატარების ადგილის აუთენტური სილამაზითშთაგონებული. ჩვენგვჯერა, რომ ამდღესასწაულს უნდა ჰქონდეს ერთიანი კონცეფცია, რომელიც იდეურად გაჰყვება ყველა მომენტსა და დეტალს და უამრავ შთაბეჭდილებას დატოვებს: შესანიშნავი მუსიკისა და გემრიელი კერძებისგან, ლამაზ გაფორმებასა და ემოციურ, გულახდილ მომენტებამდე, რომლებშიც ადამიანები საკუთარ თავს ინარჩუნებენ.

ანა მასურაშვილი, „Wedding agency MIRACLE“-ის დამფუძნებელი

 

რატომ გვირჩევენ ჩვენ?


ინდივიდუალური მიდგომა

სიყვარულის ყოველი ისტორია უნიკალურია. ასეთივე განსაკუთრებული უნდა იყოს თქვენი ქორწილიც. ჩვენ დაგეხმარებით იმ ზღაპრული ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც თქვენ სიამოვნებით შეასრულებთ საქორწილო ცეკვას საყვარელ ადამიანთან. საქორწილო სააგენტოს ამოცანაა გაიგოს, რა გაკავშირებთ, და განავითაროს ეს თავისებურება ქორწილის დღის თემატიკაში.


მუშაობის დიდი გამოცდილება

ჩვენ ხუთ წელზე მეტია ვმუშაობთ თბილისში ქორწილების სრულ გაფორმებაზე, და ვიცით ყველა ნიუანსი. იდეალური ქორწილის საიდუმლო მარტივია — შემოქმედებითი მიდგომა და პროფესიონალების მკაფიო მუშაობა. ბევრმა წყვილმა შეუკვეთა „Wedding agency MIRACLE“-ს თავისი ქორწილის სრული მოწყობა და კმაყოფილი დარჩა.


საიმედო შემსრულებლები

ჩვენი საქორწილო სააგენტო მუშაობს გამოცდილ შემსრულებლებთან, რომლებიც ასრულებენ მომსახურებას დათქმულ ვადებში. ჩვენ ვკისრულობთ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობას. ეს თბილისში საქორწილო სააგენტოს საშუალებით შემსრულებლებთან მუშაობის კიდევ ერთი დადებითი მხარეა.


კოორდინაცია ქორწილის დღეს

ქორწილის კოორდინატორი — ეს არის ადამიანი, რომელიც დაკავებულია თქვენი ქორწილის მომზადებით და იცის ყველა დეტალის შესახებ. ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტა — მისი საქმეა! საქორწილო სააგენტოები იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენ შეძლოთ დღესასწაულით ტკბობა ზედმეტი ფიქრის გარეშე. ჩვენიმომსახურება გულისხმობს უნაკლო ორგანიზებას უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე.


ქორწილის ხელმისაწვდომი ფიქსირებული ფასები

ჩვენ ყოველთვის ვათანხმებთ თქვენთან საქორწილო სააგენტოს ყველა მომსახურების ფასს. უსიამოვნო სიტუაციები ფინანსური ანგარიშსწორების დროს გამორიცხულია! ქორწილის ღირებულება ჩვენთან ფიქსირებულია, ამიტომ თქვენ წინასწარ იცით, როგორ დაგეგმოთ ბიუჯეტი.


შეხვედრების მოქნილი გრაფიკი

ჩვენ ვაფასებთ ჩვენი წყვილების დროს და ქორწილისთვის მომზადების პროცესსმაქსიმალურად კომფორტულს ვქმნით! შეხვედრები ინიშნება მოსახერხებელ ადგილებში თქვენთვის მოსახერხებელ დროს. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება წინასწარ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად.

ქორწილის სრული ორგანიზაცების შეკვეთა ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და რომანტიკული მოვლენა იყოს უნაკლო, ისეთი, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით. როგორც არ უნდა წარმოიდგენდეთ ამ დღეს, იქნება ეს ხმაურიანი და პომპეზური წვეულება სტუმრების დიდი რაოდენობით, ან მყუდრო კამერული საქორწილო ცერემონია მხოლოდ ორისთვის, ან მოდური და კრეატიული თემატური ღონისძიება  — აბსოლუტურად ყველა თქვენს სურვილს სიხარულით აასრულებენ „Wedding agency MIRACLE“ სააგენტოს  სპეციალისტები. ჩვენი შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა და იდეალური და უმაღლესი დონის ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა. ბევრს ჰგონია, რომ სააგენტოში ქორწილის შეკვეთა ახალგაზრდებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. მაგრამ ეს ასე არ არის, ქორწილის დამოუკიდებლად ორგანიზების დროს თქვენ ვერ შეძლებთ მრავალი ნიუანსისა და წვრილმანის გათვალისწინებას, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს დამატებით ხარჯებს ან დაარღვევს ღონისძიების მსვლელობას. საქორწილო ბანკეტის დაგეგმვა დიდ ძალისხმევასა და ბევრ დროს მოითხოვს. თქვენ მოგიწევთ საქორწილო მომსახურების ბაზრის დეტალური შესწავლა იმისთვის, რომმიიღოთ ნამდვილად ხარისხიანი მომსახურება და არ გადაიხადოთ ზედმეტი.

ქორწილის შეკვეთა „Wedding agency MIRACLE“ სააგენტოში — ნიშნავს ღონისძიების  თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალებისთვის მინდობას. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ ყოველ წყვილთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს და ყურადღებით ვეპყრობით მათსურვილებსა და მიდრეკილებებს,ასევე ბიუჯეტის ფარგლებს. უკვე მრავალი წელია ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ გამოცდილ და სანდო შემსრულებლებთან, რომლებიც გონივრულად აფასებენ თავის მომსახურებას.

ჩვენი პორტფოლიო

______________________

ჩვენი ქორწილები — ეს არის მხურვალე გრძნობების, რომანტიკული გარემოს, უსაზღვრო სინაზისა და დაუვიწყარი ემოციების ჯადოსნური კოქტეილი. მდიდარი გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალიზმი გვეხმარება ნებისმიერი ფორმატისა და სირთულის  ქორწილების ორგანიზებაში. დეკორატორები, ფოტოგრაფები, წამყვანები, რეჟისორები — ჩვენი მეტრები ოსტატურად ქმნიან გრანდიოზული წარმატების მქონე დღესასწაულებს. თითოეულ ჩვენს საქორწილო პროექტში საოცრად ერთიანდება ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები და მოდური მიმდინარეობები. ჩვენ ვახორციელებთ თქვენს ოცნებებსა და შემოქმედებით ფანტაზიებს, მძაფრი ემოციების, დრაივის, წარმოუდგენელი თავგადასავლებისა და უჩვეულო სიუჟეტების კოქტეილის შექმნით.

 

 
 
 
 




კონტაქტი

+99 555-767-97-10

                 +995 032-274-59-57

 +99 555-767-97-10

  georgian-a

  info@miracle.ge

 

Address:

1th tupik Bachana #5,

Tbilisi, Georgia

ჯგუფი facebook- ში

ჯგუფი facebook- ში